გზების განახლება ვაკის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს რაიონის მასშტაბით 69 000 კვ. მ ფართობის გზები განახლდა. ცენტრალურ უბნებში და შემოერთებული ტერიტორიების ქუჩებზე, ეზოებში და შიდაკვარტალურ გზებზე დაზიანებული ასფალტის საფარი ახლით ჩანაცვლდა. შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები 30-მდე მისამართზე განახლდა.

გარდა ამისა, საჭიროებისამებრ, რვა მისამართზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. სამუშაოების შედეგად, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. საგზაო სამუშაოების პროექტების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 5 580 000 ლარი, სანიაღვრე ქსელების მოსაწყობად კი, - 279 000 ლარი დაიხარჯა.