ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს.
ამჯერად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მორიგი პროექტი შ. ნუცუბიძის ქუჩაზე, N221ა-ში ხორციელდება.
აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს. გამოიცვლება მიწისქვეშ არსებული გაყვანილობა და ჭები, ბოლო ეტაპზე კი რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
გარდა ამისა, იგეგმება მიმდებარედ არსებულ ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოწყობაც.
ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი მაჟორიტარ დეპუტატ ბექა გელენავასთან ერთად იმყოფებოდა.




