საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 2023 წლის ოქტომბრის ენერგობალანსს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში სულ 13 მილიარდ 229 მილიონ 300 ათასი მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიაა წარმოებული, რაც 0,75%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით.
ჰიდროელექტროსადგურების მიერ იანვარ-ნოემბერში გამომუშავებულია 10 მილიარდ 081 მილიონ 200 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშან ანალოგიურ პერიოდში გამომუშავებულზე 2,6%-ით ნაკლებია და მთლიანი გამომუშავების 76,2%-ს შეადგენს.
თბოსადგურების მიერ იანვარ-ოქტომბერში 3 მილიარდ 068 მილიონ 200 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული, რაც შარშან ანალოგიურ პერიოდში გამომუშავებულზე 13,8%-ით მეტია და შეადგენს მთლიანი გამომუშავების 23,2%-ს.
შარშან, იანვარ-ოქტომბერში, მთლიან გამომუშავებაში თბოსადგურების ხვედრითი წილი 20,5% ანუ წლევანდელთან შედარებით წიაღისეული საწვავით გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 2,7%-ით ნაკლები იყო.
ქარის ელექტროსადგურის მიერ 79 მილიონ 800 ათასი კვტსთ ელექტროენერგიაა გამომუშავებული, რაც შარშანდელთან შედარებით 0,25%-ით ნაკლებია.
ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი შარშანდელის მსგავსად 0,6%-ს შეადგენს.