აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend.az-ი, საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობის, კონკრეტულად კი ბუნბერივი აირის თემის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ "ყველა უმსხვილესი პროექტი, რეგიონის მასშტაბით, აზერბაიჯანის ინიციატივას წარმოადგენს, სადაც მთავარი ადგილი საქართველოს უჭირავს".

"თბილისში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტი, ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პირველ რიგში, "სამხრეთ დერეფანი" და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა იგულისხმება. აღნიშნულ პროექტებში უდიდესი რესურსი იდება (მხოლოდ "სამხრეთ კორიდორის" პროექტის განხორციელება 45 მილიარდი აშშ დოლარი ღირს).

როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალივემა აღნიშნა, აზერბაიჯანი საქართველოში მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს. სწორედ აზერბაიჯანული ინვესტიციები წარმოადგენს ახლა ყველაზე მსხვილ ინვესტიციებს საქართველოში და სწორედ ეს არ უნდა დაივიწყოს თბილისმა. მეორე კვარტლის მონაცამების მიხედვით, აზერბაიჯანის ინვესტიციებმა 160 მილიარდი აშშ დოლარი შედაგინა. მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განხორციელებაში, აზერბაიჯანმა საქართველოსთვის 775 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოყო.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბუნებრივი აირია. დღეს, აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მთავარი მიმწოდებელია. ბოლო დროს, თბილისში, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს გაზი საკმარისი არ არის და საქართველო რუსული გაზის ყიდვას აპირებს.

საქართველო წლების განმავლობაში დამოკიდებული იყო რუსეთის გაზზე. ამ ეტაპზე, ევროკავშირი ყველაფერს შვრება იმისათვის, რომ გაზი სხვა ალტერნატიული მომწოდებლებისგან მიიღოს, რომელთა შორის პირველი აზერბაიჯანია.

და რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით? იგი პირიქით, ცდილობს, რომ რუსული გაზის "ნემსზე წამოეგოს".

საქართველომ თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. აზერბაიჯანის თავისუფალი გაზის მოცულობის რეალიზაცია, ევროპაში, რეალური კომერციული ფასითაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, (მაგალითად, რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში) თავისუფალი გაზი აზერბაიჯანს აღარ დარჩება.

რაც შეეხება იმას, რომ ბაქოს საკმარისი ბუნებრივი აირი აქვს, ამაში თბილისს ეჭვი ნუ შეეპარება. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, "აზერბაიჯანს ძალიან მდიდარი და მსხვილი ბუნებრივი აირის რეზერვი გააჩნია. გაზის მოცულობა 2,6 ტრილიონი კუბომეტრია. ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 100 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანს, ბუნებრივი აირით, არამარტო საკუთარი თავის, არამედ მეზობელი და ევროპული ქვეყნების უზრუნველყოფაც შეუძლია", - წერს აეზრბაიჯანული Trend.az-ი.