"დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური დე 500 მილიმეტრიანი გაზსადენი რომელიც ამარაგებს ვაკე -საბურთალოს"- კომპანია "თბილისი დნერჯი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური დე 500 მილიმეტრიანი გაზსადენი რომელიც ამარაგებს ვაკე -საბურთალოს .
გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.
ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო."- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.