ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჟამად, წყალარინების ქსელის გამოცვლა კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.
მიწისქვეშა სამუშაოები, რომელიც საკანალიზაციო სისტემის განახლებას ითვალისწინებს, თამარაშვილის N3-7-9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. იცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამივე მისამართზე წყალარინების განახლების ღირებულება, დაახლოებით, 200 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მაჟორიტარ დეპუტატებთან - გიორგი ტყემალაძესა და ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.