„ტაატი“ 2023 წელს შეიქმნა. ბრენდის შექმნის იდეა კრაფტ ლუდების მიმართ მზარდმა ინტერესმა და კატეგორიის განვითარების ტენდენციებმა განაპირობა. კომპანიის მიზანი იყო შეექმნათ ლუდი, რომელიც გამორჩეული გემოთი, არომატითა და ხარისხით მომხმარებლის მოთხოვნებსა და მოლოდინებს უპასუხებდა.

დღეს „ტაატის“ პორტფელში ორი სახეობაა წარმოდგენილი - New Zealand Pils (NZP) და New England IndiaPale Ale (NEIPA). ორივე მათგანი გამოირჩევა ტროპიკული ხილის, ციტრუსისა და ყვავილოვანი ნოტების დაბალანსებული არომატით. 

NZP (New ZealandPils) მზადდება 3 სახეობის ალაოსა და 3 გამორჩეული არომატული სვიისგან.  ხარშვის განსაკუთრებული მეთოდი ლუდს გამორჩეულ გემოს ანიჭებს. მის არომატში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის მცენარეული და ყვავილოვანი ნოტები,  ხოლო დაგემოვნებისას იგრძნობა ტროპიკული ხილის არომატი,  რომლებიც ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის სვიის ჯიშებისგან მიიღება. 

NEIPA (New England India Pale Ale) გამოირჩევა ინტენსიური არომატულობითა და ზომიერი სიმწარით. ის მზადდება 4 სახეობის ალაოსა და 3 სახეობის სვიისგან. მის არომატში გამოკვეთილია ტროპიკული ხილისა და ციტრუსის ნოტები. შეფუთვის განახლება ბრენდის განვითარების ბუნებრივი ეტაპია. განახლებული შეფუთვის მთავარი სიახლეა ახალი 0.33ლ. ბოთლი და დახვეწილი ეტიკეტი. მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალა მხოლოდ შეფუთვა, ხოლო „ტაატის“გამორჩეული გემო უცვლელი დარჩა.

„დიზაინის განახლება „ტაატის“ განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანს, გავაძლიეროთ ბრენდის იდენტობა და მისი პოზიციები პრემიუმ კრაფტ ლუდის კატეგორიაში.

„ტაატი ქართული სიტყვაა და ნელი, აუჩქარებელი ტემპით სვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ლუდი „ტაატის“ მირთმევაც რეკომენდებულია ტაატით,იმისათვის, რომ მომხმარებელმა სრულად შეიგრძნოს განსაკუთრებული ინგრედიენტების ჰარმონიული შეხამება. აქედან მომდინარეობს ბრენდის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯიც:  „დალიე ტაატით,” - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი, გურანდა ნემსაძე.