26 სექტემბერს, რეკლამის საერთაშირისო ფესტივალ AdBlackSea-ის სემინარული პროგრამის ფარგლებში, ლეონიდ ფეიგინი, სააგენტო Direct Design Visual Branding-ის თანამფლობელი და კრეატიული დირექტორი წარადგენს თემას "Everliving skeleton of history". ის ახსნის storytelling-ის პრინციპებსა და პერსპექტივების მნიშვნელობას ბრენდის კომუნიკაციაში.

ლეონიდ ფეიგინი ბრენდინგისა და მარკეტინგის სფეროში უკვე 24 წელი მუშაობს. ის გახლავთ რუსეთის რეკლამის აკადემიის წევრი, რუსეთის არტ-დირექტორების კლუბის (ADCR) პრეზიდიუმის წევრი, British Higher School of Art&Design-ში სალექციო კურსის ავტორი დაWordshop Academy of Communications-ის კრეატიული ფაკულტეტის კურატორია.

რეკლამის საერთაშორისოფესტივალი AdBlackSea ტარდება ბათუმში 2015 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea-ის მედია მხარდამჭერები არიან: Marketer.ge, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, Palitra tv, რადიო პალიტრა, Georgian Journal, CBW.ge, ABW.ge, ipress.ge, ibusiness.ge, Myvideo.ge, Flit Media - ჟურნალები EGO და EGO Men, მულტიმედია-ციფრული პლატფორმა "სტარვიზია", რადიო პოზიტივი, რადიო იმედი, ტელეკომპანია მაესტრო, საინფორმაციო სააგენტო Editori, Leavingstone, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea -ის მხარდამჭერები არიან: თელიანი ველი, ბორჯომი, კოკა-კოლა, თიბისი ბანკი.