სილქნეტის და National Geographic საქართველოს მორიგი შემეცნებითი შეხვედრა სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ლექციას პროფესორი ქეთევან ჭანტურია უძღვებოდა, რომელმაც კვებითი აშლილობების შესახებ კვლევები და ქინგს კოლეჯში განხორციელებული უახლესი ინოვაციები გააცნო ფართო საზოგადოებას.
ღონისძიება ორგანიზებული იყო National Geographic საქართველოს, კომპანია სილქნეტის და ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბის მიერ. შეხვედრის მასპინძელი Silk Hospitality გახლდათ.
ქეთევან ჭანტურია პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს. მას მიღებული აქვს ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების უმაღლესი ჯილდო, საქართველოს ეროვნული პრემია და 2024 წელს არჩეული იქნა კვებითი აშლილობის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად. წელს პროფესორს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.
ჟურნალი National Geographic საქართველო, სილქნეტის მხარდაჭერით, 2012 წელს დაფუძნდა და კომპანიის თანადგომის გამოიცემა. 2022 წლიდან კი სილქნეტი ხელს უწყობს ცოდნისა და მეცნიერების პოპულარიზაციას, შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებით.




