თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელ ფართს საცხოვრებელი მიზნით აქირავებს იურიდიულ პირს, ორგანიზაციას, მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად 20 პროცენტისა. შეღავათი მოქმედებს 2016 წლის 1-ლი იანვრიდან.

“თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელ ფართობს აქირავებს ფიზიკურ პირს, მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5% -იანი განაკვეთით, ნაცვლად მანამდე არსებული 20%-იანი განაკვეთისა. შეღავათი ფიზიკური პირებისთვის მოქმედებს 2015 წლის 1-ლი იანვრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფიზიკური პირებისთვის საგადახადო ტვირთის შემსუბუქებას, ხოლო მეორე მხრივ, უფრო მიმზიდველს გახდის უძრავი ქონების ბაზარსა და სამშენებლო სექტორს”, – ამის შესახებ, ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საცხოვრებელი ფართის გაქირავება 20%-ის ნაცვლად, 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება

iBusiness