„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მაისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის მაისში საქართველოში წარმოებული იყო 1, 306 732 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 7,4%-ით ნაკლებია წინა წლის მაისში წარმოებულთან (1,410.823 მლრდ კვტსთ) შედარებით.
 
საქართველოს მიერ 2025 წლის მაისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1,119065 მლრდ კვტსთ შეადგინა, რაც 1,8% მეტია 2024 წლის მაისში მოხმარებულთან შედარებით.

2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 5,283552 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული, რაც 2024 წლის იანვარ-მაისში გამომუშავებულ მოცულობაზე (5,823233 მლრდ კვტსთ) 9,3%-ით ნაკლებია.

საქართველომ 2025 წლის იანვარ-მაისში 6,063168 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2024 წლის ინვარ-მაისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (5,878688 მლრდ კვტსთ) 3,1%-ით აღემატება