„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მაისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2025 წლის მაისში საქართველოში წარმოებული იყო 1, 306 732 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 7,4%-ით ნაკლებია წინა წლის მაისში წარმოებულთან (1,410.823 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 5,283552 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული, რაც 2024 წლის იანვარ-მაისში გამომუშავებულ მოცულობაზე (5,823233 მლრდ კვტსთ) 9,3%-ით ნაკლებია.

2024 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 2025 წლის იანვარ-აპრილში თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შემცირებულია 1,238881 მლრდ კვტსთ-დან 965,629 მლნ კვტსთ-მდე ანუ 22,1%-ით, ქარის ელექტროსადგურის 34,021 მლნ კვტსთ-დან 33,368 მლნ კვტსთ-მდე ანუ 1,9%-ით, ჰიდროსადგურების კი 2,142568 მლრდ კვტსთ-დან 1,825287 მლრდ კვტსთ-მდე ანუ 5,8%-ით.

ოკუპირებულ აფხაზეთს 2025 წლის მაისში 169.672 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის მაისთან შედარებით (191,072 მლნ კვტსთ) 11,2%-ით ნაკლებია. ამასთან 2025 წლის იანვარ-მაისში ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა (1,157630 მლრდ კვტსთ) წინა წლის იანვარ-მაისთან შედარებით (1,207647 მლრდ კვტსთ) შემცირებულია 4,2%-ით.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2025 წლის იანვარ-მაისში მოიხმარა იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული მოცულობის (988,155 მლნ კვტსთ) 58,5% ანუ 578,404 მლნ კვტსთ. 2024 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთს იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული მოცულობის (452,881 მლნ კვტსთ) 92,2% ანუ 417,632 მლნ კვტსთ ჰქონდა მოხმარებული.

ოკუპირებულ აფხაზეთს 2025 წლის იანვარ-მაისში ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან (934,281 მლნ კვტსთ) მიეწოდა 579,226 მლნ კვტსთ ანუ 62%.

2024 წლის იანვარ-მაისში ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურის და ვარდნილის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრული მოცულობიდან (1,223904 მლრდ კვტსთ) მიეწოდა 668,615 მლნ კვტსთ ანუ 54,6%.

მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ენგურის და ვარდნილის ჰესებზე მიმდინარე წლის ხუთ თვეში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,7%-ით ნაკლები ელექტროენერგია იქნა გამომუშავებული.

2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მეზობელი ქვეყნებისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობამ 208,559 მლნ კვტსთ შეადგინა, რაც 47,5%-ით ნაკლებია 2024 წლის იანვარ-მაისში არსებულ მოცულობაზე (397,428 მლნ კვტსთ). 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 415,892 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე - ორჯერ მეტი, ვიდრე მიმდინარე წლის იანვარ-მაისში.