საქართველოს გენერალური აუდიტორი დღეს პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარადგენს.

 გიორგი გაბიტაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომასა და პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ანგარიშს წარუდგენს, რომელიც მოიცავს აუდიტორული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.