საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის იანვარ-აგვისტოს საქონლით საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ელექტროენერგია საქართველოს ექსპორტის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში მეშვიდე, ხოლო თურქეთში ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მილიარდ 468 მილიონ 187 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს  51,2%-ით სჭარბობს.

იანვარ-სექტემბერში ელექტროენერგიის ექსპორტით მიღებული შემოსავლები წინა წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 22,5%-ით გაიზარდა და 103 286 500 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთელი საექსპორტო შემოსავლების 2,2%-ია.



2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 1 303 377 000 კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 51,3%-ით სჭარბობს.

თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტით მიღებული შემოსავლები წინა წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 18,3%-ით გაიზარდა და 94 015 300 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც თურქეთიდან მიღებული მთელი საექსპორტო შემოსავლების 28.1%-ია.



თურქეთში ექსპორტირებული კვტსთ ელექტროენერგიის საშუალო ფასმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 7,21 ცენტი შეადგინა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში კი 10,82 ცენტი