საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემების თანახმად, სექტემბერში საქართველოდან თურქეთში გასულია 10 249 600 დოლარის ღირებულების 90 442 000 კვტსთ ელექტროენერგია.
სექტემბერში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული 1 კვტსთ-ის ღირებულებამ 11,33 ცენტი შეადგინა.
სულ, იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებულია 79 553 100 დოლარის ღირებულების 861 მლნ კვტსთ ელექტროენერგია.
იანვარ-სექტემბერში საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული 1 კვტსთ-ის ღირებულება შეადგენს 10,82 ცენტს.
აღსანიშნავია, რომ იანვარ-სექტემბერში თურქეთში საქართველოდან ექსპორტირებულზე 2,1-ჯერ მეტი (1 788,4 მლნ კვტსთ) ელექტროენერგია საქართველოზე ტრანზიტით გავიდა აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან.
თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნამ და მაღალმა ფასმა თბოსადგურების მიერ აგვისტოსა და სექტემბერში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობის 2021 წლის აგვისტოსთან და სექტემბერთან შედარებით 73,7%-იანი ზრდა (554,319 მლნ კვტსთ ნაცვლად 319,37 მლნ კვტსთ-ისა) განაპირობა.