საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მთავრობის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადავა და ანგარიშვალდებული პრემიერმინისტრთან იქნება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე სასაუბროდ, პრემიერმინისტრი და სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრაზე ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებსაც განიხლავან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი პერტაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინვესტორები ინფორმირებულები იყვნენ.

“ინვესტორები თავიანთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოველთვის ესაუბრებიან საელჩოებს და ცდილობენ, მიღონ ინფორმაცია. ჩემი მიზანია, რომ მათ შევხდეთ და ინფორმაცია მივაწოდოთ ცვლილებების შესახებ და რეფორმების მიზანი ავუხსნათ. მნიშვნელოვანია, რომ მათ საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ”,-აღნიშნა გიორგი პერტაიამ.

შეხვედრაზე საინვესტიციო სააგენტო, ახალ ვებგვერდსაც წარადგენს.