მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეერთებული შტატების დოლარმა ვარდნა დაიწყო და ამ დროისთვის გაუფასურებულია ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით.
მსოფლიოს ექვსი ძირითადი ვალუტიდან დოლარის მიმართ ყველაზე მეტად შვედური კრონი გამყარდა, ყველაზე ნაკლებად კი ავსტრალიური დოლარი. პირველის ზრდამ დოლართან მიმართებით 13,4% შეადგინა, მეორის ზრდამ კი 3,7%.
შეერთებული შტატების დოლართან მიმართებით აგრეთვე გამყარდა პოლონური ზლოტი (9,4%), ნორვეგიული კრონი (6,4%), ახალზელანდიური დოლარი (4,0%), ავსტრალიური დოლარი (1,6%).
საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების ეროვნულ ვალუტებთან მიმართებით შეერთებული შტატების დოლარის კურსის ცვლილება წლის დასაწყისიდან დღემდე (საშუალო კურსი ფინანსურ ბაზრებზე ორიენტირებული უცხოური საიტების მიხედვით) ასეთია:
დოლარი→რუსული რუბლი 113,509→83,3334
დოლარი→ქართული ლარი 2,8184→2,7520
დოლარი→უკრაინული გრივნა 41,8000→41,0600
დოლარი→სომხური დრამი 395,260→391,410
დოლარი→აზერბაიჯანული მანათი 1.7002→1.6997
დოლარი→თურქული ლირა 35,3781→37,9449




