აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ასტანა-ბათუმის, ბიზნეს ფორუმს ესწრებიან.
ბიზნეს ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნოებიან.
"ბიზნეს ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნოებიან.ფორუმის მიზანია მოვახდინოთ აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია,მოვიზიდოთ ახალი ინვესტორები,რაც სამომავლოდ რეგიონის ინვესტიციების მოცულობაზე დადებითად აისახება" - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.
დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ. ფორუმზე ყაზახეთის წარმომადგენლებს, სპეციალური პრეზენტაციის სახით, რეგიონის წამყვან სექტორებში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე მიეწოდებათ ინფორმაცია.
ასტანაში, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, მშენებლობის, ტურიზმისა და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება. ღონისძიებაში ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობს.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ყაზახეთის რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების სამინისტრო, ექსპორტისა და ინვესტიციების ეროვნული სააგენტო – კაზნექს-ინვესტი.