პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საკომიტეტო მოსმენებით იწყებს.
ბიუჯეტის პროექტის თაობაზე დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებს.
პროექტის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტითაა დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 500
000 000 ლარს გადააჭარბებს. იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.
„ყველა კომიტეტი მოისმენს ბიუჯეტში დაგეგმილ ძირითად პარამეტრებს. დოკუმენტი წარმოდგენილია 37.6 მლრდ ლარით, დაგეგმილია 5%-იანი ზრდა. გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც წარმოდგენილი იქნება კომიტეტის სხდომაზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ.




