კომპანია სილქნეტი უკვე 10 წელია ჟურნალის National Geographic საქართველოს მეშვეობით, შესაძლებლობას აძლევს მკითხველს ქართულ ენაზე გაეცნოს მსოფლიოში მიმდინარე არქეოლოგიური, სამეცნიერო თუ სოციალური თემატიკის სიახლეებს, თვალი ადევნოს სამყაროში არსებულ ყველა აქტუალურ მოვლენას.
ჟურნალის მეშვეობით, ქართველი მკითხველი ყოველთვიურად, ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა მსოფლიოს საოცრებათა წარმოჩენა; კოსმოსი, ეკოლოგია და მისი მოგვარების გზები. ეზიარება აკადემიურ ცოდნას და სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან კვლევებს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ამბებიც ემატება. ჟურნალთან თანამშრომლობენ ფოტოგრაფები და ჟურნალისტები, სამეცნიერო თუ არქეოლოგიური პროექტების ქართველი ავტორები. მასალები საქართველოდან არაერთხელ მოხვედრილა National Geographic-ის საერთაშორისო გამოცემებში. ყოველწლიურად, ჟურნალის ქართული რედაქცია, სილქნეტის ხელშეწყობით, ფოტო კონკურსებს ატარებს, რითაც თავის გარშემო იკრებს ფოტო ხელოვანებს.
სილქნეტის თანადგომით, ჟურნალის რედაქცია არაერთი პროექტით, გამოფენით თუ კონკურსით,ჟურნალის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის მანძილზე, თემატური შეხვედრები მიმდინარეობდა. ლექციების სერიამ გააერთიანა განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანები. სპიკერთა სრულ ჩანაწერებს SilkTV-ისა და აპლიკაცია SilkGo-სვიდეოთეკაში გაეცნობა მსურველი.
ახალი პროექტი „მოუსმინეთ“ კი, ქართველი ავტორების მასალებს უკვე აუდიო ფორმატით შესთავაზებს მსმენელს.
„გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ჟურნალს გაეცნობა უკვე აუდიო ფორმატით. პროექტი მათთვისაა, ვინც გზაშია და ჩანაწერით მოუსმენს, ან ვისაც უჭირს წაკითხვა, გარკვეული მიზეზების გამო. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სტატიას ცნობილი ქართველი მსახიობები კითხულობენ და საინტერესოდ წარუდგენენ მასალას მსმენელს. ეს დამატებით ინტერეს გააჩენს მომხმარებლისთვის“ - განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე კომპანია სილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
ამ ეტაპზე ვიდეოთეკა 11 აუდიო ჩანაწერსაერთიანებს.
„ექსპონატით მოთხრობილ ისტორიას“ სტატიების ციკლის ავტორი, ქართველი ანთროპოლოგის და არქეოლოგის, მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის დავით ლორთქიფანიძე თავად კითხულობს. 3-4 წუთიანი ჩანაწერიდან ვიგებთმეცნიერულად დადასტურებულ ისტორიებსა და ექსპონატებზე უცნობ ფაქტებს. დაინტერესებული მსმენელი გაეცნობა: ბლოგერ თამარ ბაღაშვილის სტატიას „ზღაპარი“- სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული ფენომენის ჭრილში; ჟურნალის ერთ-ერთი მთავარი ავტორის, სოფო აფციაურის ორი სტატიას გარემოსდაცვით პრობლემებზე-„ხევსურეთი“ და „უკანასკნელი საბუდარი“; ჟურნალისტიკაში „ევროკავშირის პრიზის” ქართველი გამარჯვებულის, გიორგი გოგუას უნიკალურ მასალას „გზაზე“. სტატიებს ცნობილი მსახიობები: ანა ნიკოლაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, ნიკა წერედიანი, დავით ბერაძე - საინტერესოდ წარადგენენ.
National Geographic საქართველოსა და კომპანია სილქნეტის თანამშრომლობით ეტაპობრივად დაემატება ჩანაწერები და ვიდეოთეკაში მდიდარი შემეცნებითი კატალოგი შეიქმნება. ნებისმიერ მსმენელს შეუძლია გაეცნოს სტატიების აუდიო ვერსიებს, მისთვის სასურველი მოწყობილობით - აპლიკაცია SilkGo-ს პლატფორმაზე, ვებზე silktv.ge ან SilkTV-ის სერვისით.