შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ასევე განხილულ იქნა კანონმდებლობის აღსრულების პროცესი და ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევები. 

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა 2 ახალი ტექნიკური რეგლამენტი,რომელიც გულისხმობს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს. ახალი რეგულაციები ძალაში 1 იანვრიდან შევა, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ სიახლეებს ბიზნესს სექტორი მომზადებული შეხვდეს. 


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორული და არასექტორული ბიზნესს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ფედერაციების, მათ შორის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ევროპული ბიზნესს ასოციაციის, ფერმერთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, რითეილ ასოციაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, ტურიზმის ასოციაციის და სხვა ასოციაციების წარმომადგენლები. 

შეხვედრა ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი უფლებების კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომლის განმახორციელებლები არიან ამერიკის სოლიდარობის ცენტრი და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (CIPE).