„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მაისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის მაისში საქართველოდან ექსპორტზე გაგზავნილ იქნა 201,339 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელი მაისის მოცულობაზე (319,108) 117,769 მლნ კვტსთ-ით ანუ 36,9%-ით ნაკლებია.
სულ, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 208,559 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელი იანვარ-მაისის ექსპორტის მოცულობაზე (397,428 მლნ კვტსთ) 188,869 მლნ კვტსთ-ით ანუ 47,5%-ით ნაკლებია.
2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 415,892 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე - ორჯერ მეტი, ვიდრე მიმდინარე წლის იანვარ-მაისში