ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
მებაჟე ოფიცრის მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა ნარკოტიკილი ნივთიერების შემცველი - 4 აბი მედიკამენტი და 8 ჰერმეტულ შეფუთვად დაფასოებული 3.50 გრამი ნარკოტიკული საშუალება.



