საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტის მინისტრ შეიხ მუჰამედ ალ თანისთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მხარეებმა შეხვედრისას რამდენიმემნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, მათშორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდაშუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე,რომელიც აზიასა და ევროპას შავი ზღვისგავლით აკავშირებს.
„კატარის ტრანსპორტის მინისტრთანვისაუბრეთ შუა დერეფნის, როგორც აზიისადა ევროპის საკვანძოსატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტისროლზე დაკავშირებადობის თვალსაზრისითდა მისი განვითარების პროცესშიკოორდინირებულ საქმიანობაზე. კატარიჩვენი მნიშვნელოვანია პარტნიორია და მზადვართ, ვითანამშრომლოთ სატრანსპორტოკავშირების, მარშრუტების და ლოგისტიკისსექტორში ინვესტიციების მიმართულებით“, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე განიხილესშავი ზღვის ტვირთნაკადების, ლოგისტიკისადა სერვისების სფეროში თანამშრომლობისპერსპექტივები.
მეზღვაურთა და ზოგადად საზღვაოუსაფრთხოება, საზღვაო განათლებისამაღლება, ზღვაზე ძებნა-გადარჩენისოპერაციები და ჰიდროგრაფია - მხარეთაშეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყნებსშორის თანამშრომლობის დიდიპერსპექტივები და ამასთანავე მზაობაარსებობს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმააღნიშნა, საქართველოსთვისჰიდროგრაფიული მომსახურებებისმოდერნიზაცია ასევე მნიშვნელოვანიასაკითხია და შესაბამისად, მიესალმებათანამშრომლობას კატარის ჰიდროგრაფიულცენტრსა და საზღვაო ძალებთან.
„საქართველო დაინტერესებულია კატართანთანამშრომლობით სატრანსპორტო დალოგისტიკის სექტორებში, ამ კუთხით კატარიერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, საზღვაო სფეროშითანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვისშედეგიანი იქნება, განსაკუთრებით შავიზღვის ტვირთნაკადების ზრდისთვალსაზრისით, რაშიც შუა დერეფანიმნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, -აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.




