დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარდგენილი სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი შემცირდა. 

ყველაზე დიდი %-ული კლება „თიბისი ბანკის" აქციების ფასმა განიცადა. ვაჭრობის დასრულების მომენტში დაწყებისას არსებული ფასის 14,24%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.  

„საქართველოს ბანკის" აქციების ფასი 13,03%-ით შემცირდა, „საქართველოს კაპიტალის" კი 8,8%-ით.

ბოლო სამი თვის განმავლობაში აღნიშნულ კომპანიათა აქციების დღიური ვარდნის მაქსიმუმები იყო

„თიბისი ბანკი"
9 აპრილს - 5,2%
2 მაისს - 5,5%
3 მაისს - 8,6%

„საქართველოს ბანკი"
15 მარტს - 6,5%
2 მაისს - 6,1%
3 მაისს - 7,2%

„საქართველოს კაპიტალი"
28 მარტი - 4%
2 მაისს - 5,2%
3 მაისს - 8,1%

„თიბისი ბანკის" აქციები ფასი დღის ბოლოს არსებულზე უფრო ნაკლები 2023 წლის მარტში იყო, „საქართველოს ბანკის" - 2024 წლის 16 თებერვალს, ხოლო „საქართველოს კაპიტალის" კი 2023 წლის დეკემბერში.