ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში წამყვან ავიაკომპანიებთან ერთად კამპანიებს აგრძელებს. ავიაკომპანია easyJet-თან მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში, ლონდონის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ვიზუალები განთავსდა.
ციფრული ბანერები ბრიტანელ მოგზაურებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
კამპანიის მიზანია დიდ ბრიტანეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა. - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში








