ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7323 ლარი ეღირება, ევრო – 2.9577 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4460 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6866 ლარი ღირდა, ევრო – 2.9005 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3730 ლარი. შესაბამისად, ლარი დოლართან 4.6 თეთრით, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 მაისს ამოქმედდება.