საწარმოო და სასაწყობო პროცესებში პროდუქციის შეფუთვის მანუალური მეთოდი დროისა და რესურსების დიდ დანახარჯთან არის დაკავშირებული. ამასთან, არაჯეროვნად შეფუთვის გამო, გადაზიდვის ეტაპზე ტვირთის დაზიანების ალბათობა მკვეთრად იზრდება.
აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად და საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, ინტრალოგისტიკური კომპანია K2 ინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლის, Robopac-ის, შესაფუთ აპარატებს გთავაზობთ.
შესაფუთი აპარატების როლი თანამედროვე ბიზნესის წარმატებაში
ასეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია შესაფუთი მასალის ხარჯის 30%-მდე შემცირება, ენერგოეფექტური მოწყობილობები კი, თავის მხრივ, საოპერაციო დანახარჯებს ამცირებს.
შეფუთვის ავტომატიზაცია საგრძნობლად აჩქარებს პროცესს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამაღალი დატვირთვის მქონე საწარმოებში.
Robopac-ის აპარატები პროდუქციას სტაბილურად და მყარად ფუთავს, რაც ტრანსპორტირებისას დაზიანების საშიშროებას მინიმუმამდე ამცირებს. ეს ფაქტორი განსაკუთრებით ღირებულია მსხვრევადი პროდუქციისთვის.
სასაწყობე ტექნიკა გამუდმებით ვითარდება და უფრო მეტად ერგება თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს, ხდება უფრო ჭკვიანი და მარტივად სამართავი. გამონაკლისი არც შესაფუთი აპარატებია— მოდელებს დამატებული აქვს მართვის მრავალფეროვანი რეჟიმები, ინტუიციური პანელები და LED ეკრანები.
სად შეგიძლიათ გამოიყენოთ Robopac-ის შესაფუთი აპარატები?
იმ საწარმოებისთვის, სადაც პროდუქციის უწყვეტი ნაკადია, შესაფუთი აპარატები საქმიანობის აუცილებელი ნაწილი გახდა. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია კვების პროდუქტების, სამშენებლო მასალების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამრეწველო პროდუქციის შეფუთვისას.
ლოჯისტიკურ ცენტრებში, სადაც დროისა და სივრცის ეფექტიანი მართვა მთავარია, ეს აპარატები დიდი მოცულობის ტვირთის სწრაფად შეფუთვისა და გადაადგილების საშუალებას იძლევა.
სავაჭრო ცენტრებსა და სუპერმარკეტებში, სადაც პროდუქციის მუდმივი მიმოქცევაა, Robopac-ის აპარატები ამარტივებს საქონლის მიღების, შენახვისა და განთავსების პროცესებს.
ინტრალოგისტიკური სირთულეები K2-ის დახმარებით მარტივად გვარდება
ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ხშირად გარკვეული გამოწვევები ახლავს თან. ამიტომ, K2 მხოლოდ ტექნიკას არ გთავაზობთ. კომპანიის პროფესიონალი გუნდი დაგეხმარებათ კონსულტაციით, რათა თქვენი ბიზნესისთვის საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ.
გარდა ამისა, კომპანიის სერვისი მუდმივ ტექნიკურ დახმარებას მოიცავს. გამოცდილი მობილური ჯგუფები მზად არიან დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, 24/7 რეჟიმში.
დღეს, როცა ბიზნესის წარმატება სწრაფ მუშაობაზეა დამოკიდებული, ნაკლებად ეფექტურ პროცესებზე დროის კარგვა აღარ ღირს. მიანდეთ თქვენი საწყობის გარდაქმნა K2-ის გუნდს. ისინი მაღალი პროფესიონალიზმით დაგეგმავენ სასაწყობე სივრცეს და ოპტიმიზაციისთვის საჭირო საპალეტე თაროებს, დამტვირთველებსა და სხვა თანამედროვე ტექნიკას შეგირჩევენ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 551 07 22 22 ან ეწვიეთ ვებგვერდს: https://k2.ge/