დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ეზიარონ ტექნოლოგიების სამყაროს და მიიღონ ახალი გამოცდილება.
„ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით ცალკე მინდა გამოვყო ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი. უკვე გაიხსნა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას რომ ეზიარონ ტექნოლოგიების სამყაროს, მიიღონ ახალი ცოდნა, ახალი გამოცდილება, დაინტერესდნენ ამ სფეროთი. დღეში 1000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც თავისთავად ამ პროექტის წარმატებაზე მეტყველებს. ასევე, ეს პროექტი სტარტაპერებს, მეცნიერებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, იმის შესაძლებლობას, რომ იმუშაონ უმაღლესი დონის ლაბორატორიებში, ინოვაციურ პროექტებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების ეკონომიკაში დანერგვაზე, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.










