„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების ბრალდებებს, როდესაც ოკუპაციაზე საუბრობენ.  მინდა  საზოგადოებას შევახსენო, ესენი არიან იმ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომელთაც 2007 წელს ჯერ ადმინისტრაციული საზღვრები აღიარეს, შემდეგ 2008 წელს რაც მოხდა, ყველამ ერთად ვნახეთ და დღეს, როდესაც რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობენ, ვიცით, როგორ ღაღადებდნენ ტრიბუნებიდან, რომ თურმე რუსულ ფულს სუნი არ უდის, შემდეგ საზღვართან  ხვდებოდნენ რუსეთიდან შემოსულებს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენდნენ.

"ასევე კარგად გვახსოვს აბსოლუტურად ყველა ენერგორესურსი როგორ გასხვისდა და ვიზე გასხვისდა.  დღეს, ეს ადამიანები ესაუბრებიან იმ ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, უვიზო მიმოსვლა გვაქვს, პერსპექტივა გვქონდა და ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართ. ეს არის რეალობა და ამას საზოგადოება კარგად ხედავს“- განაცხადა ირაკლი კვირცხალიამ.

კომიტეტის სხდომაზე ლევან დავითაშვილი პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტები“ შეკითხვებს პასუხობდა, რომელიც  ჩინეთში „Belt and Road initiative”-ის ფორუმში მის მონაწილეობის შეეხებოდა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდა.