რეპროდუქციული მედიცინის წამყვანი დაწესებულება, ჟორდანიას კლინიკა VIVO Medical Group-ში გაერთიანებისა და რენრენდიგის შემდეგ საქმიანობას განახლებული ტექნოლოგიებით და ტრადიციული პროფესიონალიზმით აგრძელებს. ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 1958 წლიდან ითვლება ლიდერ დაწესებულებად რეპროდუქციის სფეროში. ჯგუფში გაერთიანების შემდეგ კი ის სრულად განახლდა, გარემონტდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება. შეიცვალა სამედიცინო ცენტრის დასახელებაც და ის ბაზარზე "ჟორდანიას კლინიკის" სახელწოდებით იწყებს მუშაობას. კლინიკაში განხორციელებული ცვლილებების, არსებული სერვისების და გეგმების შესახებ ჟორდანიას კლინიკის ხელმძღვანელს ნანა ჯანელიძე-ყურაშვილს ვესაუბრეთ. მოგვიყევით კლინიკის რებრენდინგის შესახებ, რა შეიცვალა და რა სიახლეები დაინერგა? ჟორდანიას კლინიკა დიდი ხანია, საზოგადოებისთვის ცნობილია. მისი დამფუძნებელი იოსებ ჟორდანია რეპროდუქციასა და გინეკოლოგიაში ინოვატორი ადამიანი იყო. დიდი პროფესიონალიზმის პარალელურად, მან გმირული საქციელიც ჩაიდინა და დიდი პიროვნება გახდა.ის დაიღუპა 1962 წლის რიო-დე-ჟანეიროში, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, როდესაც თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო. სწორედ ამ გმირის იოსებ ჟორდანიას სახელს უკავშირდება ჩვენი კლინიკა, რომელიც 60-იანი წლების შემდეგ გინეკოლოგიასა და რეპროდუქტიულ მიმართულებებში წამყვანი დაწესებულებაა არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. კლინიკის ძირითადი მიმართულება იყო ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რაშიც მოიაზრება ოჯახის დაგეგმარება, ასევე მოზარდთა მეთვალყურეობა და გინეკოლოგია. მომსახურება მოიცავდა როგორც ქალის მთელ რეპროდუქციულ ასაკს, ასევე მენოპაუზალური ქალების მკურნალობა-მეთვალყურეობას. ჩვენთან მთავარი აქცენტი კეთდებოდა ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ჯანმრთელი ოჯახი ჯანმრთელი შთამომავლობის საწინდარია. ეს ყველაფერი შენარჩუნებულია კლინიკაში, თუმცა გვაქვს უარავი სასიამოვნო სიახლე. 2016 წელს ის გაერთიანდა VIVO Medical Group-ში, რომელიც დღეს წამყვან სამედიცინო დაწესებულებების გაერთიანებას წარმოადგენს. მოხდა კლინიკის განახლება, რაშიც იგულისხმება ინფრასტრუქტურა, შიდა სტანდარტი, აღჭურვილობა, სამედიცინო ტექნოლოგიები, კვალიფიცური ექიმები. მოხდა ძველი და ახალი გამოცდილების სინთეზი, რაც რეპროდუქციულ მედიცინაში წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა უნიკალური და გამორჩეული სერვისები განასხვავებს კლინიკას ქართულ ბაზარზე? რეპროდუქციული მედიცინა დღეს წამყვანი მიმართულებაა, რომელიც ძალიან სწრაფად პროგრესირებს. მიმართულებამ 1970-იანი წლებიდან დაიწყო განვითარება და დღეს რეპროდუქციული მედიცინის მწვერვალად ინვიტრო განაყოფიერება მოიაზრება. ამ მიმართულებაში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ექიმის პროფესიონალიზმი, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობა. ორივე მხარის არსებობის შემთხვევაში მიიღწევა შედეგი, რასაც ორსულობა ჰქვია. ჩვენს კლინიკაში აქცენტირება სწორედ რეპროდუქციულ მედიცინასა და ინვიტრო განაყოფიერებაზე კეთდება. საერთაშორისოსტანდარტებისგამოყენებითკლინიკაშიუზრუნველყოფილიაუნაყოფობასთანდაკავშირებულიპრობლემებისდიაგნოსტიკადამკურნალობა. ინვიტრო არის მკურნალობის ფაქტობრივად უსაფრთხო პროცესი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის არა ერთი პროცედურა, არამედ - სამკურნალო მეთოდი. ინვიტრო განაყოფიერების დროს ყველა ის პროცესი ხორციელდება, რაც ბუნებრივი განაყოფიერების შემთხვევაში ხდება. უბრალოდ ეს მიმდინარეობს ორგანიზმის გარეთ და ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ პროცესს მეთვალყურეობა გავუწიოთ.პროცესი უსაფრთხოა,რადგან მაღალტექნოლოგიურია. ჟორდანიას კლინიკაში არამარტო ტექნოლოგიური მხარეა ძლიერი, არამედ გამოყენებული მასალა, გარემო პირობების დაცვა, ჰიგიენური პირობების დაცვაც სრული სტანდარტების გათვალისწინებით ხდება. კლინიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ბავშვთა გინეკოლოგია. რას გულისხმობს ის და რას სთავაზობთ პაციენტებს? ჩვენს კლინიკაში ხდება რეპროდუქციული ორგანოების განვითარების, სქესობრივი მომწიფების პერიოდში არსებული პრობლემების შეფასება-დიაგნოსტირება. ამ დროს აუცილებელია სწორი დიაგნოსტირება, რომ დადგინდეს ესა თუ ის გამოვლინება წარმოადგენს პათოლოგიას თუ არის ფიზილოგიური ნორმა. ბავშვების გინეკოლოგიური მეთვალყურეობის დროს გამოვლინდება ხოლმე გენეტიკური პათოლოგიები, სასქესო ორგანოების განვითარების მანკები, გარდატეხის პერიოდში სქესობრივი განვითარების დარღვევები, ნაადრევი ან დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება. სასურველია, რომ არ მოხდეს ჰიპერდიაგნოსტირება და ფიზიოლოგიური მდგომარეობა არ მივიჩნიოთ პათოლოგიად, რაც ხშირად ხდება ხოლმე. აგრესიული მკურნალობით სავალალო შედეგამდე მივდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდთა ინფორმირებულობა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე. სკოლებშივე ხდება ამ მიმართულებით განათლება, მაგრამ ეს ასაკობრივი ჯგუფი სრულად არ არის მოცული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაღრმაოთ ცოდნა საზოგადოებაში. მოზარდებს მივცეთ ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი გადამდები დაავადებებისგან, რაც შემდგომ მათ რეპროდუქციულ ჯანმრთელოაბზე აისახება. რეპროდუქციულ ასაკში რა პრობლემები გამოვლინდება ხოლმე? როგორ უნდა მოხდეს სწორი პრევენცია და მკურნალობა? რეპროდუქციულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმარება. ამაში ორსულობის წინა გამოკვლევები იგულისხმება. სასურველია, რომ ქალმა ორსულობამდე მინიმალური გამოკვლევები მაინც ჩაიტაროს, რომ თავიდან აიცილოს გართულებები. ოჯახის დაგეგმარების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწორი შეფასება, სწორად აღქმა იმისა, თუ რა პოტენცია აქვს წყვილს რეპროდუქციასთან მიმართებაში.აღნიშნულის სწორად შეფასების შემდეგ იგეგმება ექიმის ადეკვატური ჩართულობა პროცესებში. თუკი პრობლემაა უნაყოფობა და ფიზიოლოგიურ პირობებში ორუსლობის დადგომა შეუძებელია, მაშინ გადამწყვეტია, რომ სწორი მიზნები დაისახოს, კვლევებიც და სამედიცინო ჩარევაც მხოლოდ მიზანმიმართული იყოს, რომპაციენტმა დრო არ დაკარგის და მოკლე დროში მივიღოთ სასურველი შედეგი- ორსულობა. ჩვენთან, ასევე, ხდება გინეკოლოგიური დარღვევების მკურნალობა, მათ შორის გინეკოლოგიური პათოლოგიები, მენსტრუალური ციკლის დარღვვევა, პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, ენდომეტრიოზი.ენდომეტრიოზი მეტად პროგრესირებადი დაავადება და მუდმივად იხვეწება მისი მკურნალობის გზები და მიდგომები. ენდომეტრიოზმა არ უნდა დაუკარგოს ქალს შვილოსნობის უნარი. არის ხოლმე შემთხვევები, როცა საოპერაციო ჩვენება არ არის, მაგრამ პირდაპირ ოპერაციისკენ მიუთითენენ ექიმები. შედეგად საკვერცხის რეზერვი იმდენაც მცირდება, რომ ძალიან დაბალ პროცენტში ხდება შესაძლებელი ორსულობის მიღება, თუნდაც ინვიტრო განაყოფიერების პირობებში. როგორია კავშირი ქალის ასაკსა და უნაყოფობას შორის? ქალის ასაკზე დიდწილად არის დამოკიდებული უნყოფობა.უნაყოფობის გამომწვევი რა პრობლემაც უნდა არსებობდეს, ორსულობის დადგომა მაღალ პორცენტში უკავშირდება ქალის ასაკს. 30 წლამდე ასაკის ქალებში ორსულობა მიღწევადია 70 პროცენტში. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ორსულობის შანსი. 35-39 ასაკობრივ ჯგუფში შანსი 35 პროცენტს არ აღემატება. 42 წელი კი ძალიან კრიტიკული პერიოდია, რომლის შემდეგაც თუნდაც ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული შედეგი 5 პროცენტს არ აღემატება. ქალის ასაკი გავლენას ახდენს საკვერცხის რეზერვზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვერცხის რეზერვის შემცირება პირდაპირ პროპორციულია ფოლეკულების რაოდენობასთან, კვერცხუჯერედების რაოდენობასთან და მის ხარისხთან. საბოლოოდ კი გავლენას ახდენს მიღებული ემბრიონების რაოდენობასა და ხარისხზე. ზოგადად, ორსულობისთვის ქალის ასაკის შეზღუდვა არ ხდება. ჩვენც ლიმიტს ვერ დავაწესებთ. აქ მთავარია რეპროდუქციული პროგნოზის სწორად განსაზღვრა,ვინაიდან ეს არ უნდა იყოსდაფუძნებული მხოლოდ ადამიანის სურვილზე. სურვილი და შესაძლებლობა უნდა იყოს სინთეზში. ამ პროცესში დიდი როლი ენიჭება ექიმს, იმას, თუ რამდენად სწორად მიაწვდის ინფორმაციას წყვილს. მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ ხდება ჟორდანიას კლინიკაში? ჩვენი კლინიკის პრიორიტეტული მიმართულებაა უნაყოფობა, როგორც ქალის, ისე მამაკაცის. ზოგადად, ეს განიხილება როგორც საერთო პრობლემა. გამოცდილებამაც დაადასტურა, რომ ქალის და მამაკაცის მკურნალობა სხვადასხვა სპეციალისტთან სავალალო შედეგს იწვევს. სასურველი ორსულობის მისაღებად წყვილის ერთიანი ჩართულობა და მკურნალობაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მამაკაცების რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ. დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ასაკი მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს, თუმცა აქ ბევრი კითხვის ნიშანია. გასათვალისწინებელი ფაქტორებია: ჯანსაღი ცხოვრების წესი, თანმხლები დაავადებები, მავნე ჩვევები. კლინიკაში ქირურგიული ჩარევები თუ ხდება? ჩვენთან ფუნქციონირებს ყელის პათოლოგიების კაბინეტი, სადაც საშვილოსნოს ყელზე არსებული პრობლემების დროული დიაგნოსტირება და საოფისე პირობებში მცირედი ქირურგიული ჩარევები ხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ ქალი კომფორტულ გარემოში მიიღებს მაქსიმალურ მკურნალობას და მას არ დასჭირდება სტაციონარში დაყოვნება. ონკოლოგიურ დაავადებებთან მკურნალობა რა დონეზე ხორციელდება ჟორდანიას კლინიკაში? არის შემთხვევები, როცა ჩვენს პაციენტებს ონკოლოგიური პრობლემები აღმოაჩნდებათ ხოლმე. ყელის პათოლოგიის კაბინეტიც მუშაობს იმ პრინციპით, რომ ონკოლოგიური დაავადებების აღმოფხვრა დამკურნალობაადრეულ ვადაზე მოხდეს და სიმსივნეში არ გადაიზარდოს. თუ აღმოჩნდა პორბლემა, რომელიც ადგილზე ვერ გვარდება და ითხოვს დამატებით სამედიცინო მოსახურებას, ჩვენ მივმართავთონკოლოგ კონსულტანტებს. ერთობლივი კონსილიუმის საფუძველზე იგეგმება მკურნალობის გეგმა. ონკოლოგებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ პაციენტებს ფერტილობის შენარჩუნების საშუალება მივცეთ. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია სპერმის და კვერცხუჯრედების, ემბრიონების გაყინვა და შენახვა.ამ საკიხში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი და ონკოლოგიების მჭიდრო ურთიერთობა და მუშოაბა, რაც პაციენტს მისცემს საშუალებას, რომ მკურნალობის შემდეგ გააჩინოს შვილისაკუთარი გენეტიკით.