სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 798.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.8 პროცენტი შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის პირველ კვარტალში 3.4 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.6 პროცენტი), განათლება (27.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.0 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (17.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (8.7 პროცენტი).
ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-4.6 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-5.1 პროცენტი).