სააგენტო „აწარმოე საქართველოში,“ ახლა უკვე ეკონომიკის განვითარების კორპორაცია არის ის უწყება, რომელიც ეხმარება მეწარმეებს სტანდარტების, შესაბამისობის, შეფასების დაკმაყოფილებაში, რომ შემდეგ აქ წარმოებულმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს ჩინეთის ბაზრის მოთხოვნები, ასევე შესვლა და სტრატეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარზე და აღნიშნულთან დაკავშირებითაც კომპანიებისთვის ხდება დახმარება, რომ სწორად მოხდეს ექსპორტის დაგეგმვა ჩინეთის ბაზარზე“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემაში „დებატები რუსთავი2-ზე“ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნულ ბაზარზე შესვლისთვის არის გარკვეული სანიტარული, ფიტოსანიტარული მოთხოვნები, რა ნაწილშიც სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, ფრინველის ხორცის, თაფლის, ხილის, სხვადასხვა პროდუქტების სერტიფიცირებასა და აღიარებასთან დაკავშირებით. 

„გასულ წელს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შედეგი - ხელი მოვაწერეთ კონკრეტულად აღიარების ოქმს, სადაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან, მაგალითად, ფრინველის ხორცი არის ერთ-ერთი წარმატებული ქეისი, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ჩინურ მხარესთან მუშაობის შედეგად მივაღწიეთ, რომ დაშვებული იქნება ჩინეთის ბაზარზე. აღნიშნულ პროდუქტზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნა“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მეშვეობით ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობას.

„თუ კორპორაციის მეშვეობით, ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მეორე მხრივ, არის ჩინეთის ბაზარი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ამ ბაზარზე შევიდეთ აღნიშნული პროდუქტებით. მაგალითისთვის, თუ ავიღებთ ღვინოს, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი იყო, ჩვენ მაქსიმალურად, სხვადასხვა გამოფენების მეშვეობით შევეცადეთ, ხელი შეგვეწყო ჩვენი მწარმოებლებისთვის, გაეტანათ პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე - დაახლოებით მილიარდ 400 მილიონის ბაზარი არის დოლარში, რომელიც გულისხმობს, თუ რამხელა მოთხოვნა არსებობს ღვინოზე. ქართული ღვინო არის მეცხრე ადგილზე ანუ ტოპ-ათეულში შედის ტოპ-იმპორტიორებს შორის და მისი პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ბევრი არის გასაკეთებელი და საქართველოს მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობას ჩვენი ექსპორტიორებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.