ქართველ აბიტურიენტებს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის მიღების მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. სახელმწიფო სასწავლებლების გარდა, კერძო უნივერსიტეტები მათ განსხვავებულ ფასებსა და განათლების დონეს სთავაზობენ. კერძო უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის გადასახადი 2250 ლარიდან იწყება (სახელმწიფო სასწავლებლებში მხოლოდ ეს თანხაა განსაზღვრული 1 წლის განმავლობაში) და 9000 ლარამდეც ადის. “აიპრესმა” 10 კერძო უნივერსიტეტი მოიძია ყველაზე მაღალ და დაბალფასიანი ფაკულტეტებით.

გთავაზობთ სიას:

1. საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტზე სწავლების წლიური ღირებულება ბაკალავრიატზე 8 750 ლარია.

2. თავისუფალ უნვერისტეტში სწავლის საფასური სკოლების მიხედვით: ბიზნესის სკოლა 7 850 ლარი წელიწადში. საერთაშორისო ურთიერთობები (აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი), სამართლის სკოლა, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა, ფიზიკის სკოლა, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა – 6950 ლარი წელიწადში.

3. საქართველოს უნივერსიტეტს ყველაზე მაღალი გადასახადი ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე აქვს, 3300 დოლარი (დღევანდელი კურსით, დაახლოებით, 7600 ლარი), ყველა სხვა დანარჩენ საბაკალავრო პროგრამაზე წლიური გადასახადი 2250 ლარი აქვს დაწესებული.

4. კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამებისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის წელიწადში 7500 ლარია. მედიისა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სწავლების წლიური გადასახადი 5990 ლარია, ჯანდაცვის მენეჯმენტი (საბაკალავრო პროგრამა) 5900 ლარი. ასევე სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამაზე ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციაში. ყველაზე დაბალი გადასახადი ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზეა 2250 ლარი.

5. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ყველაზე ძვირი ქართულ-ბრიტანულ-უნგრული ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ღირს – 7600 ლარი. შემდეგ მოდის სამართალი- 4700 ლარი, ქართულ-გერმანული ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა – 4500 ლარი. ჟურნალისტიკა – 3500 ლარი; სტომატოლოგია, ფინანსები, ბიზნესადმინისტრირება- 3200 ლარი. ყველაზე დაბალი ფასი, 2900 ლარი მარკეტინგი, ტურიზმი, ფსიქოლოგიის მიმართულებებია.

6. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) ყველაზე მაღალი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზეა, 7000 ლარი (1 წელი). შემდეგ მოდის აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა წელიწადი 5400 ლარი.

ყველაზე დაბალი, სადაც ერთი აკადემიური წლის ღირებულება 5000 ლარია, სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამაზეა, ასევე სამართლის საბაკალავრო პროგრამის 2014-2017 სასწავლო წლისათვის.

7. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (გაუ) ყველაზე მაღალი ბიზნეს-ადმინისტრირების, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზეა – 5900 ლარი. ყველაზე დაბალი ფასი განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერების სკოლშია – 3500 ლარი.

8. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი ფასი 5100 ლარი როგორც ინგლისურენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე აქვთ. მარკეტინგი, მენეჯმენტის, ფინანსების, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან პროგრამაზე და სამართალმცოდნეობის ქართულენოვან პროგრამაზე. ყველაზე დაბალი ფასი 2 940 ლარი ინგლისურენოვან პროგრამაზე, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის, მრეწველობის მენეჯმენტი და ტექნოლოგიის მიმართულებაზე.

9. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ) ყველაზე ძვირიანი სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაა, წელიწადში 4500 ლარი. ყველაზე იაფი, 3200 ლარი, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაა.

10. გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის კურსის ღირებულება ყველა ფაკულტეტზე შეადგენს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარს.

როგორც ცნობილია, სახელმწიფომ 21 ფაკულტეტზე განათლება უფასო გახადა. კონკურენციამ იმოქმედა კერძო უნივერსიტეტებში მსგავს მიმართულებაზე. კერძო სასწავლებლებმა ფასებს მნიშვნელოვნად დაუწიეს.