საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, განაგრძობს სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას. პროგრამა მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, პირველივე კურსიდან მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს შეუძლიათ. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.
სტიპენდია სწავლის ერთი წლის განმავლობაში სრულ დაფინანსებას მოიცავს.
პროგრამის მონაწილეები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ლიდერობის პოტენციალის საფუძველზე შეირჩევიან. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები განაცხადებს GPA-სა და სამოტივაციო წერილის მიხედვით განიხილავენ. მომდევნო ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ბანკის სტიპენდიატები გამოვლინდებიან.
სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
პროგრამის პარტნიორი უნივესრიტეტების სია ასე გამოიყურება:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტითავისუფალი უნივერსიტეტიაგრარული უნივერსიტეტითბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტითელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი(GIU)ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისპორტის უნივერსიტეტითეატრისა და კინოს უნივერსიტეტიკონსერვატორიასამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს უნივერსიტეტიპეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში
საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სასტიპენდი ოპროგრამით ბანკი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, განავითარონ საკუთარი პოტენციალი და განაგრძონ გზა მიზნებისკენ.
გაიგე მეტი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ:
შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.




