„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) 2026 წლის ივნისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემებით, 2026 წლის ივნისში საქართველოში წარმოებული იყო 1,123766 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 16,3%-ით ნაკლებია წინა წლის ივნისში წარმოებულთან (1,342523 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში წარმოებული იყო 6,470517 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2,3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებულთან (6,626075 მლრდ კვტსთ) შედარებით.

საქართველოს მიერ ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1,099802 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (1,109109 მლრდ კვტსთ) 0,8%-ით ნაკლებია

საქართველოს მიერ იანვარ-ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 7,515527 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (7,172257 მლრდ კვტსთ) 4,8%-ით აღემატება.

ესკოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, წელს, იანვარ-ივნისში:

თბოსადგურებმა 1,212723 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 241,141 მლნ კვტსთ-ით ანუ 24,8%-ით მეტია;

ქარის სადგურებმა 57,233 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მზის სადგურებმა კი 8,064 მლნ კვტსთ;

მარეგულირებელმა ჰიდროსადგურებმა 2,135193 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29,74მლნ კვტსთ-ით ანუ 1,4%-ით ნაკლებია;

სეზონურმა ჰიდროსადგურებმა 2,485306 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 340,022 მლნ კვტსთ-იანი ანუ 12%-იანი კლებაა; 7,4%-იანი 4,4%-იანი კლებაა;

მცირე სიმძლავრის სადგურებმა 571,996 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 49,759 14,493 მლნ კვტსთ-იანი ანუ 8%-იანი კლებაა.

იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1,164576 მლრდ კვტსთ შეადგინა, რაც 17,7%-იანი მატებაა.

ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობამ 119,566 მლნ კვტსთ, რაც შარშანდელთან შედარებით 73%-იანი კლებაა და 2006 წლის შემდგომი პერიოდის ყველაზე მცირე მოცულობაა.