როდესაც ინდოეთის სახელმწიფომ 368 ჩაის მიმტანის და ღამის დარაჯის ვაკანსიაზე მიღება გამოაცხადა, ვაკანსიებს 2.3 მილიონი ინდოელი აპლიკანტის გამოხმაურება მოჰყვა, - ღნიშნავს CNN-ი.

ოფიციალური პირები გაოგნებულები დარჩნენ აპლიკანტთა რაოდენობით, რაც ჩრდილოეთ ინდოეთის სახლემწიფო უტარ-პრადეშის მოსახლეობის ერთი პროცენტის ტოლფასია. როგორც ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, ყველა აპლიკანტთან რომ ჰქონოდათ გასაუბრება, ამ პროცესს სრული 4 წელი დასჭირდებოდა.

ერთ-ერთი აპლიკანტის განცხადების მიხედვით, მას ნებისმიერი სამუშაო ურჩვნია უმუშევრობას. "აქ საერთოდ არაა სამუშაო ადგილები და როგორც კი რეკლამა დავინახე, რა თქმა უნდა, გავაგზავნე განცხადება", - აღნიშნავს იგი.