ბათუმი თაუერის შენობაზე გამოცხადებული აუქციონი ცოტა ხნის წინ დასრულდა. დღემდე აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია რედკო იყო ჩაერთული. დეველოპერულმა კომპანიამ ბათუმი თაუერის შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ გარდა აუქციონზე ბიჯი არც ერთ კომპანიას არ გაუხსნია. საპრივატიზაციო თანხის გარდა ბიჯის ღირებულებამ დაახლოებით 5000 დოლარი შეადგინა.
კომპანიის პროექტების მენეჯერის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პირობის მიხედვით, შენობაში ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება. სასტუმრო ცნობილი ბრენდის იქნება, თუმცა კონკრეტულად რომელ ბრენდზეა საუბარი ამ ეტაპზე უცნობია.
"შენობაში მინიმუმ ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება. მასში დამატიებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას ვვარაუდობთ. თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ ინვესტიციის მოცულობა ბევრად მეტი იქნება. იგეგმება ცნობილი ბრენდის შემოყვანა, მიდის მოლაპარაკებები რამოდენიმე საერთაშორისო ბრენდთან და დეტალები მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. სასტუმრო 110 ნომერზე იქნება გათვლილი", - აცხადებენ რედკოში.