„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) 2026 წლის ივლისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემებით, 2026 წლის ივლისში საქართველოში წარმოებული იყო 1. 390253 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 0.6%-ით მეტია წინა წლის ივნისში წარმოებულთან (1.382259 მლრდ კვტსთ) შედარებით.
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში წარმოებული იყო 7.86077 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 1,8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებულთან (8.008334 მლრდ კვტსთ) შედარებით.
საქართველოს მიერ ივლისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1.281617 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ივლისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (1.343416 მლრდ კვტსთ) 4.6%-ით ნაკლებია
საქართველოს მიერ იანვარ-ივლისში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 8.797144 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (8.515673 მლრდ კვტსთ) 3.3%-ით აღემატება.
ესკოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, წელს, იანვარ-ივლისში:
თბოსადგურებმა 1.218641 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 191.226 მლნ კვტსთ-ით ანუ 18.6%-ით მეტია;
ქარის სადგურებმა 68.265 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მზის სადგურებმა კი 10.071 მლნ კვტსთ;
მარეგულირებელმა ჰიდროსადგურებმა 2.949665 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.671 მლნ კვტსთ-ით ანუ 0.1%-ით ნაკლებია;
სეზონურმა ჰიდროსადგურებმა 2.93979 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 320.009 მლნ კვტსთ-იანი ანუ 9.8%-იანი კლებაა;
მცირე სიმძლავრის სადგურებმა 571,996 მლნ კვტსთ 674.336 ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 44.672 მლნ კვტსთ-იანი ანუ 6.2%-იანი კლებაა.
იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1.172161 მლრდ კვტსთ შეადგინა, რაც 16.9%-იანი მატებაა.
ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობამ 235.786 მლნ კვტსთ, რაც შარშანდელთან შედარებით 52.4%-იანი კლებაა და 2006 წლის შემდგომი პერიოდის ყველაზე მცირე მოცულობაა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




