2026 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ასიგნებებში წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:

 

•             სურსათის უვნებლობა და მცენარეთა დაცვის პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 31 მილიონი ლარით და 108 მილიონ ლარს აღემატება;

•             მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამა მომდევნო წელს რთველის დაფინანსების მიზნით, იზრდება 20 მილიონი ლარით და 103 მილიონ ლარს აჭარბებს;

•             სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ნაწილში დამატებით გამოიყოფა 1.5 მილიონი ლარი;

•             გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიმართულებაზე დამატებით გამოიყოფა 6 მილიონი ლარი და შეადგენს 40 მილიონ ლარს;

•             დაცული ტერიტორიების მართვის ნაწილში, ბიუჯეტი იზრდება 3 მილიონ 700 ათასი ლარით;

•             გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირების, შეფასების, პრევენციისა და მონიტორინგის ბიუჯეტი გაზრდილია 3 მილიონ 500 ათასი ლარით;

•             ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო მასალების შესაძენად, დამატებით 4 მილიონი ლარი გამოეყოფა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას;

•             სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხა, პროექტის საბოლოო ვარიანტში შეადგენს 54 მილიონ ლარს.