31 დეკემბერს გამართული ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტის კურსი მცირედით გაუფასურდა აშშ-ის დოლართან მიმართებით და მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებით

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი 0,12 თეთრით გაუფასურდა დოლართან მიმართებით და 0,91 თეთრით გამყარდა ევროსთან მიმართებით. შესაბამისად, ხვალიდან ერთი დოლარი 2,6963 ლარი ეღირება, ევრო კი 3,1646 ლარი.

2024 წლის 31 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად დოლარის ღირებულება 2,8138 ლარი გახდა, ევროსი კი 2,9292 ლარი.

წლის განმავლობაში ქართული ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0,2354 თეთრით ანუ 8,0%-ით გაუფასურდა, აშშ-ის დოლართან მიმართებით კი 0,1175 თეთრით ანუ 4,2%-ით გამყარდა.