„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ" აგვისტოს თვის მონაცემებით, 1900 ტონა ნარჩენი საბურავი და 700 ტონამდე ზეთი ამოიღო.
ასოციაციამ უშუალოდ ნარჩენების ამოღება 2023 წლიდან დაიწყო. ამჟამინდელი ამოღებული ნარჩენების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება-გადამუშავებას.
შეგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამ ეტაპზე, ასოციაციას საბურავების შეგროვების 2 მსხვილი პუნქტი აქვს თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის" ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში შეგროვების პუნქტების დამატებაც იგეგმება.