დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი შეფერხებით იმუშავებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ რომ, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე, 1 თებერვალს 20:00 საათიდან  21:30 საათამდე,  შემოსავლების სამსახურის ყველა სისტემა/ელექტრონული მომსახურება (www.rs.ge ; https://eservices.rs.ge/ ) დროებით იქნება მიუწვდომელი. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია, მითითებულ თარიღში, თქვენთის აუცილებელი სერვისების/მახასიათებლების გამოყენებისას.

შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.