დოლარის შეძენა კომერციულ ბანკებში, მინიმუმ 2,34 ლარად არის შესაძლებელი. ერვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დღეისთვის 2,19 ლარია.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 0,02 პუნქტი შეადგინა. კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი ლარის კურსი ეროვნულ კურსზე ბევრად მეტია.
ბანკებში ერთი დოლარის შეძენა მინიმუმ 2,34 ლარად არის შესაძლებელი. 2,35 ლარს შეადგენს დოლარის ფასი საქართველოს და ლიბერთი ბანკის ფილიალებში. დოლარის ჩაბარების ფასი კი კომერციულ ბანკებში 2,20-დან 2,23 ლარამდე მერყეობს.
ლარის ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღის ბოლოს დაადგენს.