ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა და რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა

რუსეთში, ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტმა -66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე მარგველაშვილმა პორტუგალიელი ანდრე შოარესი იპონით, თურქი სინან სანდალი ასევე იპონით, რუსი არსენ გალსტიანი ვაზარით, ხოლო ბელარუსი დიმიტრი შერშანი იუკოთი დაამარცხა.

ფინალში კი ცოლინ ოტის დაუპირისპირდა, იპონით დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად