ხაშურში ახალი რეკრეაციული ზონის პრეზენტაცია გაიმართა

ხაშურში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოში ლიტვის საელჩოს თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, ხაშურის სკოლების მოსწავლე-ახალგაზრდობა.

მოქალაქეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ლიტვის ელჩმა. მათ ხაზი გაუსვეს რეკრეაციული ზონის მშენებლობის მნიშვნელობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ერთობლივი პროექტების წვლილს ორ ქვეყენას შორის ურთიერთობის გაღრმავების საქმეში.

მოწვეულმა ლიტველმა არქიტექტორმა მოსახლეობას რეკარეაციული ზონის პროექტის დეტალები გააცნო და მათს შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. შეხვედრა ლიტვის საელჩოს მიერ მოწყობილი პიკნიკით დასრულდა.

ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის აქტიური ჩართულობით, ქალაქ ხაშურში (ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე) მოეწყობა რეკრეაციული ზონა, რომელიც იქნება ლიტველი მეგობრების ერთგვარი საჩუქარი ქალაქ ხაშურის მოსახლეობისთვის.

ახალი რეკრეაციული ზონა (დასასვენებელი პარკი), მომავალი წლისთვის გაიხსნება და ორი ქვეყნის – ლიტვისა და საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო წელს მიეძღვნება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად