წარმოუდგენელია, გააკავეთ ვინმემ, სალომე რომ დაიჭირონ ახლა - ასე ეხმაურება ტვ "პირველის" ერთაერთი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენინსპექცია შევიდა.

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

როგორც ირკვევა, დაახლოებით 2 წლის წინ ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,  სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი  ექსპონატის სახით წამოიღეს.  რომელიც ამ დროისთვის დაზიანებულია.

სწორედ  დაზიანებული ნამუშევრის წამოსაღებად მივიდა კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და ხელოვნების სასახლის თანამშრომლები. ასევე გაირკვა, რომ უწყების გენინსპექცია 2 დღის წინაც იყო მისული პრეზიდენტის სასახლეში, თუმცა მაშინ ნახატი ვერ წამოიღეს.

სახვითი ხელოვნების ფონდი მცველი ელენე ჭიჭინაძის თქმით, "ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს. მაგრამ, მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს, იმიტომ რომ იქ უნდა მოხდეს ფოტო ფიქსაცია. აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა. "

პ.ს. არც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და არც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადება, რატომ გახდა  გენერალური ინსპექციის შესვლა საჭირო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.