აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სირიის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შედეგად შეზღუდვები მოეხსნა რუსეთის ზოგიერთ ბანკს, კომპანიასა და ფიზიკურ პირს. იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალი, რომლებსაც დონალდ ტრამპის განკარგულებით სანქციები მოეხსნათ, სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
შეზღუდვებისგან გათავისუფლებული კომპანიების ჩამონათვალშია „როსობორონექსპორტი“. სიაშია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ყალმუხეთის რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელი კირსან ილიუმჟინოვი და მის მფლობელობაში არსებული ბანკი „რუსული ფინანსური ალიანსი“. სიაშია „ტემპბანკი“, რომელსაც რუსეთში ლიცენზია 2017 წელს ჩამოერთვა, სანქცირებული ირანული ბანკის, Bank Melli Iran-ის მფლობელობაში არსებული ბანკი „მირ ბიზნეს ბანკი“, რუსეთის სახელმწიფო ბანკი „რფკ-ბანკი“, სახელმწიფო საწარმო „პრომსირიოიმპორტი“ და რუსეთთან დაკავშირებული სხვა კომპანიები.
თავად ილიუმჟინოვმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის, შეხვდეს დონალდ ტრამპს, რათა მადლობა გადაუხადოს მას და ეთამაშოს ჭადრაკი.
სირიის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ განკარგულება დონალდ ტრამპმა 30 ივნისს გასცა.
თარგმანი: პირველი არხი