საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-8 ტურის შეხვედრები გრძელდება.
ლიგა 2-ის ლიდერმა, ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ სახლში „გინგამი“ მიიღო და დამარცხდა.
ზურიკო დავითაშვილი (Flashscore - 5,8) შეხვედრის 58-ე წუთზე შეცვალეს.
„სენტ-ეტიენი“ - „გინგამი“ 2:3(1:1)
გოლები: 29' ამინე ჰემია 0:1, 44' დილან ლიუსერე, საკუთარ კარში 1:1, 67' დარლი ნ'ლანდუ 1:2, 81' ტანგი აჰილე 1:3, 90+2' მიკაელ ნადე 2:3
გაძევება: 81; მაქსიმ ბერნუერი („სენტ-ეტიენი“, წითელი ბარათი)
რვა ტურის შემდეგ „ტრუას“ 19 ქულა აქვს, „სენტ-ეტინს“ და „პოს“ კი 17-17 ქულა.