უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის მონაწილეთა გამოსავლენი შეხვედრები გრძელდება.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მიჩნეული გუნდების - „მანჩესტერ სიტის“ და „რეალის“ - შეხვედრაში მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.  

„მანჩესტერ სიტი“ - „რეალი“ 2:2(1:0)
გოლები: 19' ერლინ ჰოლანი 1:0, 60' კილიან მბაპე 1:1, 80' ერლინ ჰოლანი 2:1, 86' ბრაჰიმ დიასი 2:2, 90+2' ჯუდ ბელინგემი 2:3


„იუვენტუსი“ - პსვ“ 2:1(1:0)
გოლები: 34' უესტონ მაკკენი 1:0, 56' ივან პერიშიჩი 1:1, 84' სამუელ მბანგულა 2:1


„სპორტინგი“ - „დორტმუნდი“ 0:3(0:0)
გოლები: 60' სერუ გირასი 0:1, 68' პასკალ გროსი 0:2, 82' კარიმ ადეიემი


შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად „ბრესტს“ მოუგო.

განმეორებითი მატჩები 19 თებერვალს გაიმართება.